მისია
მისია, ხედვა და ღირებულებები
სანგუს მისიაა შექმნას ცოდნაზე, ინოვაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის დასავლურ აკადემიურ სტანდარტებს, პრაქტიკულ უნარებსა და კვლევაზე ორიენტირებულ მიდგომებს; ხელს უწყობს ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.
რაც შეეხება უნივერსიტეტის ხედვას, სანგუ ესწრაფვის, გახდეს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის ცენტრი, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლებას, ინოვაციასა და კვლევაზე დაფუძნებულ განათლებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ სტუდენტებისთვის გამორჩეულ შესაძლებლობებს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მომავლის ლიდერებად, დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიან პროფესიონალებად, საზოგადოების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და უნარებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში.
სანგუს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
- სტუდენტზე ორიენტირებულობა;
- აკადემიური თავისუფლება და კრიტიკული აზროვნება;
- ჰუმანურობა;
- ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობა;
- ინკლუზიურობა და თანაბარი შესაძლებლობები;
- ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემა;
- ხარისხი და გამჭვირვალობა.