ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის დირექტორი: თამარ კანტროშვილი

ბიბლიოთეკარები: ხ. კობეშავიძე, ა. კვირკველია, ნ. სადღობელაშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: 225 82 40

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. თანამედროვე ბიბლიოთეკა ამავე დროს წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ ცენტრს, ამ მიზნებისთვის იყენებს რა ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებს. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მთავარ ამოცანას შეადგენს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით. 

სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს. ბიბლიოთეკას აქვს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს რამდენიმე ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს, რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით. ბიბლიოთეკის ფონდი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული, შეესაბამება სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

წიგნადი ფონდი მოიცავს: უნივერსიტეტის მიერ შეძენილ წიგნებს (თეოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურა. აღსანიშნავია: „მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის“ ოცდაორტომეული, ბოლოტოვისა და ტილბერგის „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“ (ტომებში); ხატწერის საილუსტრაციო ალბომები),  ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ ნაჩუქარი ნიუ-იორკის Nova Sciense publishers-ის სამეცნიერო პუბლიკაციების სერიული გამოცემები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში და კერძო პირთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს.

მიმდინარე პროცესები:

  • სტუდენტთა, აკადემიურ პესონალთა მომსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და საჭირო ლიტერატურით.
  • ელექტრონულ კატალოგზე მუშაობა
  • აკადემიური პერსონალის კონსულტაცია, სათანადო ლიტერატურის მოძიება და მომსახურება.