2019-04-11

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019

ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.

ჩემპიონატის მიზნებია: 

  • ინფორმატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების იდენტიფიკაცია და მათი სტიმულირება;
  • ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და მაღალი კლასების მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება, მოსწავლეებისთვის სწორი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება;
  • სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურება და სტიმულირება ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.

ჩემპიონატს აქვს ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია და ორი ეტაპი:

  • 5 მაისი - ონლაინ ტური, რომლის მიზანია დასკვნითი ტურისათვის მონაწილეების შერჩევა (geochampion.ge)
  • 19 მაისი - დასკვნითი ტური დასწრებული შეჯიბრია და ჩატარდება ქართულ უნივერსიტეტში. დასკვნით ტურში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ ტურის გამარჯვებულები. დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით განისაზღვრება გამარჯვებულები და შედგება მათი დაჯილდოვების ცერემონია. ჩემპიონატი ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით - ყოველ ტურში 3 ამოცანა და დრო - 5 სთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, 3 მაისის 18:00 საათამდე, დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: geochampion.ge

ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: geochampion21@gmail.com; coding@sangu.edu.ge

ტელ.: 295 45 75; 225 00 77;