2019-12-04

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, 9-15 დეკემბერი

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. წელს  მასში მსოფლიოს 200-მდე  ქვეყნიდან ჩართული იქნება  მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი.
 
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო  ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი,  ამავე დროს  ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ) 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ  სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებსა და კოდირების საათებზე,  რომლებსაც წარუძღვებიან კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.

2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის პროგრამა: 

სამშაბათი,  10 დეკემბერი

  • 16:00 სთ - კომპიუტერული 3D გრაფიკა  - კახაბერ რევაზიშვილი,  ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის IT სამსახურის უფროსი
  • 17:00 სთ - კოდირების საათი  - კობა გელაშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი

  • 16:00 სთ - ხელოვნური ინტელექტი   - პაატა გოგიშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 17:00 სთ - კოდირების საათი,  რობოტიკა - ნანა ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები

პარასკევი,  13 დეკემბერი

  • 16:00 სთ - ჩვენი სამყარო და ციფრული წარმოდგენები სამყაროს შესახებ  - გიორგი ჯავახიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. 
  • 17:00 სთ - კოდირების საათი, რობოტიკა -  ქეთი კახნიაშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის STEM-კლუბის ხელმძღვანელი.  

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 53ა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!

შენიშვნა: თუ რომელიმე სკოლიდან  მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იქნება 15-ზე მეტი, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში. 
საკონტაქტო პირი: ლია შენგელია 599 32 06 46