2020-09-11

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს ხუთ ქალაქში,მათ შორის თბილისში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საკლასო და სააუდიტორიო სასწავლო პროცესი გადაიდო 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. 

ამასთანავე გაცნობებთ, ქართული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით 2020 წლის 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად. 

სტუდენტი ვალდებულია, საკუთარი სახელით და გვარით ავტორიზაცია გაიაროს უნივერსიტეტის მართვის სისტემაში ums.sangu.edu.ge

უნივერსიტეტის მართვის სისტემაში დასარეგისტრირებლად აუცილებელია კორპორატიული ელ. ფოსტა, რომელიც თქვენ გადმოგეცათ უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს (@sangu.edu.ge) 

  1. ახალი ელ. ფოსტის გასააქტიურებლად გადადით ბმულზე gmail.com. შეიყვანეთ თქვენი ფოსტის მისამართი და ერთჯერადი პაროლი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ შეტყობინებას, რომელიც მოგთხოვთ ახალი პაროლის შექმნას, რომელიც მინიმუმ 8 სიმბოლო უნდა იყოს.
  2. ელ. ფოსტაზე დაგხვდებათ შეტყობინება ქართული უნივერსიტეტისგან, რომელშიც უნდა გადახვიდეთ პირველ ბმულზე, რათა დააყენოთ პაროლი, რითაც უმს-ზე ისარგებლებთ. აღსაღნიშნია, რომ ბმულს, რომელიც შეტყობინებაში დაგხვდებათ, 24 საათიანი ვადა აქვს, რომლის გასვლის შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ მეორე ბმულზე და თავიდან მოითხოვოთ ახალი.
  3. ums.sangu.edu.ge-ზე ავტორიზაციის გასავლელად გამოიყენეთ თქვენი ელ. ფოსტა და განახლებული პაროლი.
  4. უმს-ის ბაზაში შესვლისას, დააფიქსირეთ თქვენი მობილურის ნომერი, რომლის ვერიფიკაციისთვის საჭიროა შეიყვანოთ თქვენივე ნომერზე მოსული ერთჯერადი კოდი. 

უნივერსიტეტი ფლობს G suite ლიცენზიას, რომლის მეშვეობით სტუდენტები და თანამშრომლები სრულყოფილად ისარგებლებთ google სერვისებით კორპორატიული მეილის გამოყენებით. 

google meet-თან და moodle-თან   დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში  კოსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის თანამშრომლებს:

UMS-რეგისტრაცია: 

დახურული ჯგუფები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით: 

კოორდინატორების საკონტაქტო ინფორმაცია:

ხათუნა კუხალაშვილი - 599 90 11 22, m.kukhalashvili@sangu.edu.ge  (ქართული ფილოლოგია)
გვანცა ბურდული 555 99 96 85, g.burduli@sangu.edu.ge  (ისტორია)
გიორგი შონია 555 78 18 28, g.shonia@sangu.edu.ge (საერთაშორისო ურთიერთობები)
პაპუნა გურული 595 07 07 46, pguruli@sangu.edu.ge  (სამართალი)
ლიკა მეტონიძე 598 80 80 44, l.metonidze@sangu.edu.ge   (ტურიზმის ბიზნესი, ბიზნეს ადმინისტრირება)
ნინო ქორჩილავა 555 11 77 42, nqorchilava@sangu.edu.ge  (კომპიუტერული მეცნიერებები)
თიკო გოროზია 598 97 77 51, tina.gorozia@sangu.edu.ge  (ფსიქოლოგია) 

დამხმარე მასალები:

Google Meet-ის სახელმძღვანელო

ვიდეო საცავის გაზიარება (Google Drive) სახელმძღვანელო

Moodle-ის პლატფორმაზე ანგარიშის აღდგენა/აქტივაცია:

Moodle პლატფორმაზე სტუდენტთა შესრულებული ნამუშევრების შეფასების ინსტრუქცია: