მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე თვითდაფინანსებით ჩარიცხულთა სია

გასაუბრების/გამოცდის შედეგები

  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
  • კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
  • პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
  • მობილური: 577 315 594;
  • ელ. ფოსტა: zurabberia@gmail.com

მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 50 პირი ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა. გარდა ამისა,  დამატებით კიდევ 20 ადგილზე მსურველებს სწავლის შესაძლებლობა ექნებათ თვითდაფინანსებით, 20%-იან თანამონაწილეობას კი მიიღებს ქართული უნივერსიტეტი.

პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 

პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი.

პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას  უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ან თქვენ მიერ შერჩეულ სკოლებში;

უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გასაუბრების სახით..

გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ესსეს წერა;
  • მოტივაცია;
  • ესგ-ს ცოდნა შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით;
  • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)

დაფინანსებულთა სიაში მოხვედრილებს შეგიძლიათ ხელშეკრულების გასაფორმებლად მობრძანდეთ 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ უნივერსიტეტში, პირველი კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N201. 

თვითდაფინანსებულთა სიაში მოხვედრილთა საყურადღებოდ!

თვითდაფინანსებულთა სიაში მოხვედრილმა აპლიკანტმა ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ამის თაობაზე უნდა დააფიქსიროს ელექტრონულ მისამართზე zurabberia@gmail.com და მიუთითოს სახელი, გვარი და საგანი, რომელზეც ჰქონდა განაცხადი შემოტანილი. შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებულთა რაოდენობა ჯამურად (ყველა საგნის ჩათვლით) განსაზღვრულია 20 ადგილით. თვითდაფინანსებულთა სწავლის საფასურის 20%-ს უნივერსიტეტი დააფინანსებს.