2019-07-08

სამეცნიერო კონფერენცია: ევროკავშირის გაფართოება - პრობლემები და პერსპექტივები

23-24 სექტემბერს ქართულ უნივერსიტეტში, "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიების მიზანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც აფერხებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოების ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა და ფართო დისკუსიის გამართვა ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს შორის იდეების გაცვლას, ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების სიღრმისეულ გაანალიზებას, ასევე რეკომენდაციების შემუშავებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარება.

ძირითადი მომხსენებლები:

  • ვალერი მოდებაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები და ევროპის გაფართოების პრობლემები.  
  • პაატა ტურავა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ქართული ადმინისტრაციული სამართლის ევროპეიზაცია.  
  • ნოდარ გრძელიშვილი, ახალი სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი - საბიუჯეტო ფედერალიზმი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.  
  • თორნიკე შურღულაია,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - თანამედროვე ტერორიზმის კონსპირაციული მოქმედების სპეციფიკა.  
  • ლევან ნიკოლეიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი - ნატოს და ევროკავშირს შორის სამხედრო თანამშრომლობის გამოწვევები.
  • ნიკო კვარაცხელია, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - საქალაქო ტურიზმის განვითარება და მმართველობითი მოდელები ევროპასა და კავკასიაში (თბილისი-პრაღა-ბაქო-ერევანი-შედარებითი ანალიზი)
  • გივი ბედიანაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი - საქართველო და ევროკავშირის ბიზნესგარემო:  სოციო-კულტურული გამოწვევებ

მოხსენების თემატიკა:

  • ევოკავშირის გაფართოების ხელისშემშლელი ფაქტორები
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში - პრობლემები და პერსპექტივები
  • პოპულიზმის აღზევება ევროპაში
  • ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტკა
  • ლტოლვილთა კრიზისი ევროკავშირში
  • ტერორიზმი და ევროკავშირის წინაშე არსებული საფრთხეები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა.
მონაწილეობის მსურველმა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე. 

  • ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა
  • შეავსეთ-ივსება პირადი მონაცემები, ასევე ამავე ფორმაში უნდა დაწეროთ/ჩააკოპიროთ აბსტრაქტის (ქართულ/ინგლისური) ტექსტი. ფორმაში მითითებულია აბსტრაქტის გაფორმების წესი.
  • გამოაგზავნერთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sanguconference@gmail.com

აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.  
აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს არ განიხილება.
აბსტრაქტები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულის სახით.
მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
დასწრება თავისუფალია.
შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.

ვადები:

  • აბსტრაქტების მიღება დაიწყება 16 ივლისიდან, დასრულდება 6 სექტემბერს 16 საათზე.
  • თანხმობა კონფერენციაში მონაწილეწობის შესახებ შერჩეული აბსტრაქტის ავტორს  ეცნობება 16 სექტემბრამდე.

ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.

კონფერენციის სამუშაო ენა:

  • ქართული
  • ინგლისური

კონფერენციის ორგანიზატორი:

  • სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • გიორგი შონია,
  • ნინო ასანიძე,
  • მანანა ესიტაშვილი,
  • თამარ ორთოიძე

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ილია ჭავჭავაძის 53ა

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: sanguconference@gmail.com
ტელ.: 599 27 69 99

მიმაგრებული დოკუმენტები: