2020-07-01

ცხადდება შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა  შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

ცხადდება 2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა  შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი - 4 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2450 ლარი აქედან 450 ლარი - საუნივერსიტეტო თანადაფინანსება)

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - 70 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი, აქედან 300 ლარი - საუნივერსიტეტო თანადაფინანსება)

2020 - 2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2020 წლის 7-13 ივლისი;
  • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი  მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება - 2020 წლის 7-15 ივლისი;    
  • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა  - 2020 წლის 16 ივლისი;                                           
  • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანებისპროექტის  მომზადება და სისტემისთვის წარდგენა - 2020 წლის 21 ივლისი.​​​​​​

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); 
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
  • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში