2020-04-08

ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად არ წყვეტს სამეცნიერო მიმართულებით მუშაობას და აგრძელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვას.

2020 წლის 22 მაისს (პარასკევი), 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეუძლებელი იქნება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვა, ინტერნეტ პლათმორმა „Zoom“-ის მეშვეობითკონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში დისტანციურად.
მონაწილეობის პირობები:    
•    თავისუფალი თემატიკა;
•    მოხსენებაუნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეებს;
•    რეგლამენტი 20 წუთი (15 წუთიმოხსენება, 5 წუთიკითხვა-პასუხი);
•    კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებს, ასევე ამავე უნივერსიტეტისი დოქტორებს, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. 
მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულში, რისთვისაც მონაწილეებმა მოხსენება უნდა გადააგზავნონ 2020 წლის, 11 მაისამდე ელ-ფოსტაზე: j.meskhishvili@sangu.edu.ge 
სტატიების მიღების პირობები:
•    სტატია მიიღება მხოლოდ მითითებულელ-ფოსტაზე გაგზავნით;
•    სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
•    სქოლიოს ჩათვლით ტექსტი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 4000 სიტყვას;
•    ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
•    ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა.
•    სტრიქონებს შორის დაშორება 1.15 
•    გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.
•    სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ მიბმულ ფაილში.
•    ელ-ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია“. 
პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა.