ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის დირექტორი: თამარ კანტროშვილი

ბიბლიოთეკის სპეციალისტები: ხ. კობეშავიძე, ა. კვირკველია, ნ. სადღობელაშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: 225 82 40 (+116)

ელ. ფოსტა: library@sangu.edu.ge 

 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ემსახურება უნივერსიტეტის სტუდენდებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს.

ბიბლიოთეკა მოიცავს მრავალფეროვან, რამდენიმე ათას სახელმძღვანელოს, მათ შორის, სხვადასხვა ენაზე გამოცემულ სამეცნიერო, მხატვრულ ლიტერატურას, ასევე პერიოდულ გამოცემებსა და  ელექტრონულ რესურსებს.

ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გამომცემლობებთან, რათა ხელი შევუწყოთ ხარისხიანი სწავლა-სწავლებისა და კვლევის განხორციელებას.

(დეტალები სამეცნიერო ბაზის შესახებ იხ. : https://sangu.edu.ge/ka/article/monatsemta-bazebi)

 

წიგნად ფონდში ერთიანდება როგორც უცხოური, ასევე ქართული გამომცემლობების სახელმძღვანელოები, სერიული  გამოცემები. ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს წიგნადი ფონდის მუდმივ გამდიდრებას სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო-კვლევითი საჭიროებების გათვალისწნებით, შესაბამისად ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული რესურსები შეესაბამება სასწავლო პროგრამებში მითითებულ ლიტერატურას.

 

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, უზრუნველყოფილია რამდენიმე ათეული კომპიუტერით, თავისუფალი WIFI-მხარდაჭერით და პრინტერით.

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ ცენტრს, 2020-წლიდან ბიბლიოთეკასთან დაარსდა სანგუს ლიტერატურული კლუბი, რომელიც მართავს შემეცნებით  ღონისძიებებს, შეხვედრებს სხვადასხვა ავტორთან, მთარგმნელებთან და პედაგოგებთან.

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი 09:00- 19:30სთ.

შაბათი 10:00-17:30სთ.