კომპიუტერული მეცნიერების ონლაინ სამუშაო სემინარი
12 დეკემბერს, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებაზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო სემინარი. მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა SANGU-დან და TSU-დან:
სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ:
- გიგა ჩალაური - SANGU-ს მოწვეული ლექტორი: „მონოლითურიდან მიკროსერვისების არქიტექტურამდე“
- კობა გელაშვილი - SANGU-ს პროფესორი: „მცირე მეხსიერებიანი ძებნის ორობითი ხე“
- პაატა გოგიშვილი - SANGU-ს ასოცირებული პროფესორი: „თანამედროვე ნეირონული ქსელები“
- ნიკოლოზ ქებულაძე - SANGU-ს ბაკალავრიატის სტუდენტი: „Thread pool-ის იმპლემენტაცია C++-ში“
- დავით კურცხალია - თსუ, მაგისტრტურის სტუდენტი: „სახის ამოცნობის პროგრამა“
- ვახტანგ ლალუაშვილი - თსუ დოქტორანტურის სტუდენტი და SANGU-ს მოწვეული ლექტორი: „ბრაუზერი როგორც ოპერაციული სისტემა“