დოქტორანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, (2020 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  5. გამოქვეყნებული შრომების სია შრომების ქსეროასლებით (არსებობის შემთხვევაში);
  6. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის (არსებოპბის შემთხვევაში) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (წარმოდგენის და კომისიის შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, დოქტორანტობის კანდიდატი თავისუფლდება უცხო ენაში გამოცდისგან);
  7. სამოტივაციო წერილი;
  8. სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია;
  9. საკვალიფიკაციო პროგრამის გეგმიურ ვადაში შესრულების გეგმა;
  10. პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
  11. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის (ვაჟებმა) - ასლი;
  12. ორი ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიითურთ CD დისკზე;
  13. სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).