დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  1. განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით);
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი,  (2019 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  4. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  5. პირადობის მოწმობა (პასპორტი) ასლი;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი;
  7. ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის  დისკზე მითითებით);
  8. სამოტივაციო წერილი; 
  9. სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია; 
  10. სადისერტაციო ნაშრომის პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში მიღწევის გეგმა;
  11. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით).

მიმაგრებული დოკუმენტები: