გამოცდების ცენტრი

ცენტრის უფროსი: ანა ხუციშვილი

მენეჯერი: თინათინ პავლიაშვილი

ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: 

  • საგამოცდო პროცესის დაგეგმვა და ადმინისტრირება, გარდა მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისა; 
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება და მონიტორინგი; 
  • საგამოცდო პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება; 
  • შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარების განრიგის მომზადება და გამოქვეყნება; 
  • გამოცდის ჩატარების პროცედურულ საკითხებზე შემოსული საჩივრების განხილვა; 
  • გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე სკოლებისგან საგამოცდო ბილეთების გამოთხოვა და სკოლის შესაბამისი თანამშრომლის მონაწილეობით მათი შედარება არსებული კურსების სილაბუსების საგამოცდო კომპონენტებთან; 
  • სტუდენტთა შიდა საუნივერსიტეტო ბაზაში საგამოცდო შეფასებების ასახვა; 
  • საგამოცდო პროცესის მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; 
  • სტუდენტის შეფასების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის შექმნისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 
  • აბიტურიენტთა რეგისტრაცია სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოსთან ერთად; 
  • სასკოლო ოლიმპიადის ტექნიკური უზრუნველყოფა; 
  • სემესტრის დასრულებიდან 2 თვის ვადაში დაბეჭდილი უწყისების სკოლებისთვის გადაცემა; 
  • სტუდენტური და ადმინისტრაციის ბარათების ბეჭდვა; 
  • უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება უნივერსიტეტის მმართველობის სფეროს.

მიმაგრებული დოკუმენტები: