2020-08-07

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

🎓 საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ.

✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი.

✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.