2019-10-10

ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე

ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი:

  • პროფესორის ერთ ვაკანტურ  აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
  • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)

კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

  • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის  ვადა 2019  წლის 18-19 ნოემბერი.
    მისამართი ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11.00 საათიდან - 17.00 საათამდე.
  • კონკურსი ტარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
  • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება არაუგვიანეს 2019 წლის 28 ნოემბერი.

საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

  • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

  • სილაბუსი/სილაბუსები,  რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;( მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

  • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო ნაშრომები  შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები,  ან/და  სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ეკონომიკის, მენეჯმენტის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;(მასალების შემუშავება/უზრუნველყოფა)
  • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  5. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
  8. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  9. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
  11. დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  12. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

მიმაგრებული დოკუმენტები: