ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური
სამსახურის უფროსი: ასოც. პროფესორი პაატა გოგიშვილი
უფროსის მოადგილე: ლიკა გიორგაძე
მთავარი კოორდინატორი: თამარ ნაფეტვარიძე
უფროსი კოორდინატორი: ვაჟა ნებიერიძე
უფროსი კოორდინატორი: ლალი ყრუაშვილი
სამსახურის ფუნქციებია:
- ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;
- ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სფეროში მიღწევების და მოწინავე პრაქტიკის შესწავლა;
- საუნივერსიტეტო ხარისხის უზრუნველყოფის და მისი შეფასების მექანიზმების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
- სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;
- სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
- შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი გეგმების შესრულების მონიტორინგი და ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვის მიზნით კითხვარების შემუშავება, გამოკითხვის პროცესის ორგანიზება, მიღებული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- დადგენილი წესის შესაბამისად უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
- საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიის მომზადება;
- უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი თვითშეფასების ანგარიშის, თვითშფასების კითხვარის, ანკეტა-კითხვარების, საგანმანათლებლო პროგრამების ანოტაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შევსება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
- აკადემიური/მოწვეული/ადმინისტრაციული პერსონალისთვის მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- მონაწილეობა ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში სტრატეგიული განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებით განსაზღვრული სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- სტუდენტთა მიერ ათვისებული კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების ხელმძღვანელობა;
- სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
- უნივერსიტეტის ვებგვერდის უნივერსიტეტის მისიასთან, მიზნებთან და უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
- საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის შექმნა და ვებგვერდზე მისი განთავსების უზრუნველყოფა;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- დასახული მიზნების მისაღწევად, თანამშრომლობის დამყარება შესაბამის ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
- უნივერსიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
- სტუდენტთა კონტიგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
- უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა დოკუმენტებით/დებულებებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება
მიმაგრებული დოკუმენტები:
ნორმატიული აქტები:
- “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი 2004 წლის 21 დეკემბერი.
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი 2010 წლის 21 ივლისი.
- „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვარი; ბრძანება N3
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერი; ბრძანება #99/ნ
- „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 7 აპრილი; ბრძანება #188
- პროგრამის აკრედიტაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების რეკომენდაციები
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #19/ნ 2011 წლის 18 თებერვალი
- „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #227 2009 წლის 22 აპრილი.
- ხარისხის უზრუნველყოფის შიდა ინსტიტუციური მექანიზმები
- ევროპულ კრედიტთა ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა; დიპლომის დანართი; ECTS -ის მომხმარებლის სახემძღვანელო.
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება # 65/ნ 2011 წლის 4 მაისი
- „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვალი #10/ნ ბრძანება.
- „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერი #120/ნ ბრძანება.
- „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის- დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #149 ბრძანება.
- უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები
- პროგრამის აკრედიტაციის პროცედურა
- კანონქვემდებარე აქტები
საერთაშორისო დოკუმენტები:
- ECTS მომხმარებლის სახელმძღვანელო
- ბერგენის კომუნიკე
- ბერლინის კომუნიკე
- ბოლონიის დეკლარაცია
- ბუდაპეშტ-ვენის დეკლარაცია
- გიოტებორგის დეკლარაცია
- დუბლინის დესკრიპტორი
- ევროპული ჩარჩო
- კვალიფიკაციების ყოვლისმომცველი ჩარჩო
- ლეუვენის კომუნიკე
- ლისაბონის კონვენცია
- ლონდონის კომუნიკე
- პრაღის კომუნიკე
- სალამანკის დეკლარაცია
- სორბონის დეკლარაცია
- უნივერსიტეტების დიდი ქარტია
- უცხოური კვალიფიკაციების ცნობის რეკომენდაციები
- ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები