2021-05-22

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენებით) ჩაბარების  მსურველებისთვის.


უმაღლეს სკოლაში სწავლის მსურელებმა 26 ივნისამდე გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, უმაღლესი განათლების დიპლომის და პირადობის მოწმობის ასლები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: 
•    წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში;
•     ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან.

საინფორმაციო შეხვედრა გაამართება 26 ივნისს 12:00 საათზე.

გამოცდების განრიგი:
28 ივნისი, ორშაბათი - 11:00 საათი (წერითი ტესტი უცხო ენაში)
29 ივნისი, სამშაბათი - 11:00 საათი (წერითი ტესტი ქართულში)
29 ივნისი, სამშაბათი - 13 საათი (გასაუბრება უცხო ენაში)

სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის სექტემბერში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #04 აუდიტორია.
ტელ: 2 25 82 40 (+230)
მობ.: 599-93-93-33 ან 599-54-38-06
ელ. ფოსტა:  hisit@sangu.edu.ge, ფეისბუქგვერდი