2021-03-27
ონლაინ შეხვედრა ერეკლე იაშვილთან თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები".
31 მარტს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა ერეკლე იაშვილთან თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები".
შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:
- როგორ მოვიპოვოთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა
- რას ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობას და როგორ დავაინტერესოთ ჩვენით
- სწორი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან
- რაზე უნდა გააკეთოს სწორი აქცენტები დასაქმების მსურველმა
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
ერეკლეს სხვადასხვა კერძო კომპანიებში მენეჯერად მუშაობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU – სტუდენტური პარლამენტის ფარგლებში პროექტების მენეჯერისა და მარკეტერის გამოცდილება აქვს.