2021-04-21

ONLINE შეხვედრა ქართლი ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ

21 აპრილს 21:30 საათზე, გაიმართება ONLINE შეხვედრა ქართლი ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ. 

პროგრამის შესახებ ისაუბრებენ პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ტაბიძე, პროფესორი ივანე ამირხანაშვილი და მაგისტრატურის სტუდენტი მაიკო ქავთარაძე.

წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს.
პროგრამა შედგენილია აკრედიტაციის საბჭოს საგანმანათლებლო მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო მიღწევებსა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებზე.
პროგრამას ახორციელებენ სხვადასხვა თაობის თვალსაჩინო მეცნიერები და პედაგოგები; პროგრამა მუშაობს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრთა მაღალ საკვალიფიკაციო საფეხურზე აყვანის მიმართულებით, არამედ წარმატებულია სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის ბაკალავრების ფილოლოგიურ (ქართველოლოგიურ) მეცნიერებებში განსწავლისა და მაგისტრის წოდების შესაბამისად მომზადების საქმეშიც.
პროგრამა მიზნად ისახავს მაგისტრს გამოუმუშაოს კვლევითი უნარ ჩვევები და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, სამეცნიერო მუშაობის ინტერესიც გაუღვივოს.
პროგრამა ორიენტირებულია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებსა და პოტენციურ დამსაქმებლებთან კონტაქტებზე, რასაც მოწმობს ათობით კურსდამთავრებულის შემდგომი კარიერული გზა.

შეხვედრის ბმული: https://zoom.us/j/4188440409