საექიმო პუნქტი

ექიმი: ლია მირზაშვილი

სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით, უნივერსიტეტის სტუდეტნთა, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის მაღალკვალიფიციური უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა;
  • უნივერსიეტში სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაცვის პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, პაციენტის პატივისა და ღირსების დაცვა;
  • ჯანმრთელობის დაცვის პროცესში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება;
  • უნივერსიტეტის სტუდენთა და თანამშრომელთა სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
  • ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვომობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სტუდენთა და თამამშრომელთათვის რეკომენდაციების მიცემა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით;
  • ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და სათანადო პროექტების შემუშავების მიზნით სხვადასხვა სამეცნიერო და პროფესიულ განხილვებში მონაწილეობის მიღება.

მიმაგრებული დოკუმენტები: