2019-03-29

საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეები ქართულ უნივერსიტეტში

15 აპრილი, ორშაბათი, 13.00 სთ. - დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო ენა: თანამედროვეობა და გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: პროფ. გია ალიბეგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პროფ. მერაბ ჩუხუა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე; პროფ. ნანა მაჭავარიანი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; პროფ. თამარ ვაშაკიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრები და ფილოლოგიის მიმართულების სხვა ცნობილი სპეციალისტები.
დისკუსიის ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები.

17 აპრილი, ოთხშაბათი, 13.00 სთ. - ქართული მხატვრული სიტყვის ზეიმი: „ო, ენავ ჩემო!“. საკუთარ  ქმნილებებს წაიკითხავენ სტუმრები: ნომადი ბართაია, ზურაბ თორია, ელგუჯა მარღია, ზაურ მოლაშხია, თემურ ჩალაბაშვილი, მანანა ჩიტიშვილი, ტარიელ ხარხელაური... ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.

18 აპრილი, ხუთშაბათი, 13.00 სთ. - როსტომ ჩხეიძის წიგნის: „ჟარგონი და მეტსახელი და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ განხილვა. წიგნის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნათია იაკობიძე, ხატია ჯანგავაძე, მანანა ხვინგია, მიხეილ ლაბაძე, ლევან ბებურიშვილი; ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: მანანა ტაბიძე და ტარიელ ფუტკარაძე.
ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრი და  ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტები.