სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

სამსახურის უფროსი: ჯაბა მესხიშვილი

სპეციალისტი: მაია შალიკაშვილი

სამსახურის ფუნქციები:

  • სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
  • უზრუნველყოფს სამეცნიერო ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებას და თანამშრომლობისთვის ხელშეწყობას. 
  • ახორციელებს უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევას სამეცნიერო სფეროში. 
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მონაწილეობით შეიმუშავებს აკადემიური/მოწვეული/სამეცნიერო პერსონალის დატვირთვის სქემას, ახორციელებს სქემით განსაზღვრული აქტივობების შესრულების კონტროლს და რექტორისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენას. 
  • ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
  • უზრუნველყოფს სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ჩართულობას. 
  • უზრუნველყოფს კონსულტაციებისა და ტრენინგების ორგანიზებას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. 
  • უზრუნველყოფს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის/პროდიქტუოლობის შეფასებასა და ანალიზს დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე მიღებული შედეგების გამოყენებას პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის.
  • ამზადებს ანგარიშებს განხორციელებული კვლევების შესახებ
  • ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, რისთვისაც ამყარებს კავშირებს სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის ცენტრებთან/ერთეულებთან. 
  • ახორციელებს აკადემიური/სამეცნიერო პერსაონლის მხარდაჭერას სხვადასხვა საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით, უწევს შესაბამის კონსულტაციებს.
  • შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს კვლევითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის.
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება/განვითარება/განხორციელებაში.
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მონაწილეობით შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისს წესს.
  • საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას; ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 
  • ასრულებს უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტაციით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის დავალებებს.