სამეცნიერო ჟურნალ "ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემებში" სტატიის გამოქვეყნების წესი

სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მოაწოდეთ CD-ROM-ზე ჩაწერილი სტატია, ან გადმოგზავნეთ ელ-ფოსტით:  kartvelology@sangu.edu.ge  

ტექსტის პარამეტრები: 

გვერდის ზომა -  A4 ფორმატი;
ინტერვალი - 1,5; 
არეები: ზედა და ქვედა  – 20-20 მმ, მარჯვენა  - 30 მმ, მარცხენა - 20 მმ.
ტექსტი: Microsoft Word; შრიფტის ზომა - 12; შრიფტის სახეობა: AcadNusx (ქართულისთვის), Times New Roman (სხვა ენებისთვის). ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტშიც და ცალ-ცალკე ფაილადაც, ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, მაღალი ხარისხის PDF, JPEG, ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.  ტექსტში გამოყენებული ფოტოების ხარისხი - მინიმუმ 600 დპი (სურათებს უნდა ახლდეს წარწერები).

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს (დამოწმებული ლიტერატურის, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით).
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით და ავტორის ხელმოწერით. 

სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით: 

  • ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი; სამუშაო ადგილი, აკადემიური ხარისხი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა; 
  • სტატიის სათაური; 
  • მოკლე ანოტაცია; 
  • საკვანძო სიტყვები;
  • ძირითადი ტექსტი;
  • დასკვნა;

რეზიუმე ქართულ და  ინგლისურ ენებზე.

სამეცნიერო პუბლიკაციაში ლიტერატურის დამოწმება

სამეცნიერო პუბლიკაციაში ციტირებული წინადადების შემდეგ მრგვალ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს ავტორისა თუ კომპილატორის (ავტორის არარსებობის შემთხვევაში, რედაქტორის, გამომცემლის...) ვინაობა, ნაშრომის გამოცემის წელი და შესაბამისი გვერდი; მაგ.: მ. ტაბიძე 2005: 16. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, პირველი ავტორის შემდეგ დაიწერება სამი წერტილი. დამოწმებული ლიტერატურის სიაში ნაშრომი ვრცლად მიეთითება შემდეგი წესების დაცვით:

წიგნი ერთი ავტორით:

  • მ. ტაბიძე 2005 - მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005
  • ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის შემთხვევაში:
    • ს. კაკაბაძე 1921 ა - ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. 1, ტფ., 1921 
    • ს. კაკაბაძე 1921 ბ - ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. 2, ტფ., 1921

წიგნი ორი ან მეტი ავტორით:

  • ჰ. ფენრიხი... 1990 - ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1990 

უავტორო წიგნი რედაქტორით ან კომპილატორით: 

  • ჟორდანია 1897 - ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წ. 2, ტფ., 1897
  • თაყაიშვილი 1913 - ძველი საქართველო, ტ. II, რედ. ექ. თაყაიშვილი, ტფ., 1913

სტატია ჟურნალიდან ან გაზეთიდან:

  • რ. შეროზია 2008 - რ. შეროზია, კონსტანტინე გამსახურდია და ქართველური ენობრივი სამყარო; ქართველური მემკვიდრეობა, XII, ქუთაისი, 2008 

საგაზეთო სტატია ავტორისა და სათაურის გარეშე:

  • ივერია 1895 - გაზ. `ივერია~, ტფილისი, 1895 წ., #1

საენციკლოპედიო ან ქრესტომათიული სტატია:

  • შოშიაშვილი 1975 - ნ. შოშიაშვილი, აბუსერისძენი; ქსე, ტ. 1, თბ., 1975

საისტორიო წყარო:

  • ბასილი ეზოსმოძღვარი 1959 - ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი; ქართლის ცხოვრება, ტ. II; ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწირის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959
  • ჟამთააღმწერელი 1987 - ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე; ტექსტი გამოსაცემად  მოამზადა რევაზ კიკნაძემ, თბ., 1987.

ხელნაწერის აღწერილობა:

  • A ფონდის აღწერილობა 1973 - ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1973

საარქივო მასალა:

  • ხეც, კ. ცინცაძის ფონდი #102 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე #102;
  • სსა, საქმე #1499 - საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე #1499 

დამოწმებული ლიტერატურისა და წყაროების სია უნდა დალაგდეს ერთ რიგში ანბანის მიხედვით.

სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც წარმოდგენილი მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული და ავტორს დაუბრუნდება შესასწორებლად. 
წესების დაცვით სარედაქციო საბჭოში შემოსული სტატია ავტორის მითითების გარეშე სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ სპეციალისტს და გამოქვეყნდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.