სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველო

სამმართველოს უფროსი: ლალი ტეფნაძე

მენეჯერი: თინა კაკუშაძე

წამყვანი სპეციალისტი: თამარ ფხალაძე

სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: 

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; 
  • მობილობის პროცესის კოორდინაცია (სკოლებიდან მობილობის ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, შესაბამისი ბრძანებების მომზადება, გამოცდების ცენტრისთვის მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით და სხვ.); 
  • სტუდენტთა ხელშეკრულებებისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 
  • სასწავლო ცხრილების მომზადება სკოლებთან კოორდინაციით; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა; 
  • უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობის ანალიზი; 
  • დიპლომის ფორმების შემუშავება, აღრიცხვა და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • სერტიფიკატებისა და მოწმობების ფორმების შემუშავება, შევსება, გაცემა და მათი აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • სკოლების ინფორმირება, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებისა და უნივერსიტეტის გარეთ განხორციელებულ სტუდენტურ ღონისძიებებთან დაკავშირებით; 
  • აკადემიური კალენდრის შემუშავება; 
  • სტუდენტების შიდა საუნივერსიტეტო ბაზის ადმინისტრირება, შესაბამისი მონაცემების ასახვა და პერიოდული მონიტორინგი, საგამოცდო პროცესის დაწყებამდე ბაზის ჩაკეტვა; 
  • უნივერსიტეტის ფინანსური მართვის სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვა და პერიოდული მონიტორინგი; 
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სხვადასხვა სახის ცნობების გაცემა; 
  • სტუდენტთა გრანტებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება; 
  • უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება უნივერსიტეტის მმართველობის სფეროს.

მიმაგრებული დოკუმენტები: