სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახური

სამსახურის უფროსი: მიხეილ იოსელიანი

სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების მენეჯერი: ვახტანგ სიფრაშვილი

სპორტის მენეჯერი: რევაზ ქარჩხაძე

სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო საქმიანობას; 
  • უზრუნველყოფს დამატებითი (კურიკულუმის გარეშე დაგეგმილი აქტივობების - სპორტული, ხელოვნების, შემეცნებითი) აქტივობების ორგანიზებას, წახალისებასა და სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობას, გეგმავს სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებს, ოლიმპიადებს, შეჯიბრებებს, უნივერსიადებს და სხვა; 
  • ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების განვითარებას; 
  • ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში; 
  • სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ქმნის შესაბამის სტუდენტურ გუნდებს და უზრუნველყოფს მათ მომზადებას; 
  • უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარის გამართულ ფუნქციონირებას და ზრუნავს სპორტული დარბაზის განახლება/განვითარებაზე; 
  • ამყარებს კონტაქტებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან სპორტისა და კულტურის სფეროში; 
  • ხელს უწყობს სტუდენტური პროექტების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს უფლებამოსილ პირს სტუდენტური პროექტების დაფინანსების შესახებ; 
  • თანამშრომლობს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან და ახორციელებს მის მხარდაჭერას; 
  • ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; 
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წინადადებებს სტუდენტური და სპორტული ცხოვრების შემდგომი განვითარებისთვის; 
  • მონაწილოებს უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება /განვითარება/განხორციელებაში; 
  • საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას; 
  • ახორციელებს ისეთ ფუნქციებს, რაც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, მაგრამ გამომდინარეობს უნივერსიტეტის საჭიროებიდან.

მიმეგარებული დოკუმენტები: