სწავლის შეღავათიანი პირობები

2021-22 სასწავლო წელს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გამოცხადებულია მიღება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მიუთითებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს #145, ჩაირიცხება ერთ-ერთ საბაკალავრო პროგრამაზე და მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს, პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:

  • 100%-იანი გრანტიმოპოვების შემთხვევაში, დაენიშნება 125 ლარიანი  ყოველთვიური სტიპენდია;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის 20%-ს;

ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.

გარდა შიდა დაფინანსების სისტემისა, წმ. ანდრიას ქართული უნვერსიტეტი გთავაზობთ სწავლის წლიური საფასურის გადანაწილებას