თამარ ნაფეტვარიძე

თამარ ნაფეტვარიძე დაიბადა 1974წ. ქ. თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 გიმნაზია, 1996 წელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დ/ე ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1996-1999წწ. მუშაობდა გურამ რამიშვილის საავტორო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად, 1999წ. - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში ტექნიკურ თანამშრომლად, 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად, 2004წ. - სმენის ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების ლიგაში ,,ეფათა,“ მთარგმნელად.

2008 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2010 წლამდე რექტორის თანაშემწედ, ამჟამად ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარ სპეციალისტად).

1995წ. გაიარა ოტო ფრიდრიხის ბამბერგის უნივერსიტეტის ზაფხული ენის კურსი, 2002-2003წწ. იყო DAAD-ს სტიპენდიატი, 2005-2006წწ. - ÖAD-ს სტიპენდიატი, 2008 წ. დაამთავრა GIPA-ს ზოგადი მენეჯმენტის კურსი.