თენგიზ ჯანგიძე

განათლება:

  • 1972-1982 წწ -  ქ. ტყიბულის №6 საშუალო სკოლის მოსწავლე;
  • 1983-1990 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, სპეციალობა: ინჟინერ მშენებელ-ტექნოლოგი;

შრომითი გამოცდილება:

  • 1984-1986 წწ. - სამხედრო სავალდებულო სამსახური, ქ. ვლადიმირი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები;
  • 1990-1993 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი;
  • 1993-1996 წწ. - საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ბატალიონ ,,შავნაბადა“-ს საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი;
  • 1996-1998 წწ. – 1-ელი საარტილერიო ბრიგადის კვების სამსახურის უფროსი;
  • 1998-1999 წწ. - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო საბიუჯეტო-სახაზინო სამმართველოს მშენებლობის დაგეგმვა-დაფინანსების განყოფილების უფროსი ოფიცერი;
  • 1999-2001 წწ. - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო ჯგუფის ინსპექტორ-რევიზორი;
  • 2001-2008 წწ. - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს (დეპარტამენტის) უძრავი ქონების აღრიცხვის სამმართველოს უფროსი;
  • 2008-2010წწ. - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილების უფროსი ოფიცერი;
  • 2010-2014 წწ. - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული (გენერალური) შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი.
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი: 1993 წელს ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში; 2008 წლის აგვისტოს თვეში ვმონაწილეობდი გორი-ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარ საომარ კონფლიქტში.

ჯილდოები:

  • 1-ელი ხარისხის მედალი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“,  30.04.2008 წ.
  • სამშობლოსათვის თავდადებული ,,ლომგული“,  24.05.2013 წ.