ცხადდება მონაწილეთა მიღება ტრენერთა ტრენინგის გასავლელად ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

თუ კი ერთხელ მაინც გიფიქრიათ გახდეთ კარგი მასწავლებელი, ტრენერი ან სულაც ლექტორი, გიყვართ აუდიტორიასთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემის პროცესი, მაშინ ქართული უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, რომელიც დამწყებ ტრენერებს დაეხმარება საკუთარი სურვილის რეალობად ქცევაში.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, პროექტ „ტრენერთა ლაბორატორიის“ ფარგლებში, ცხადდება მონაწილეთა მიღება ტრენერთა ტრენინგის გასავლელად. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც თეორიულ ცოდნასთან ერთად სურს პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინოს და დახვეწოს საკუთარი პროფესიული უნარები. 

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გეცოდინებათ:

  • რისკებისა და კონფლიქტების მართვის მიდგომები
  • ინფორმაციის სწორად გადაცემის მეთოდები
  • სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპის და რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
  • ტრენინგის სტრუქტურის აწყობა
  • სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები

ტრენინგი დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური სამუშაოებით.

ტრენინგის დაწყების თარიღი: 2019 წლის 10 მაისი
შეხვედრების რაოდენობა: 8
სესიები გაიმართება ყოველ პარასკევს (16:00-21:00) და შაბათს (14:00-19:00)

კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ხოლო წარმატებულ სტუდენტებთან მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა.

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა 8 მაისამდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე - http://bit.ly/2vzQEBh
იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე

ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com