სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული ტიპის ტესტით და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის მინიმალური  ზღვარის გადალახვა;

მაგისტრანტობის კანდიდატი უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
გამოცხადებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 5-ისა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის წესი
საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.

მობილობა
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე, დაიშვებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.

საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით ჩარიცხვა. ვადები, პროცედურები და შესაბამისი, დამატებითი საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის აქტით და შიდა მობილობის პროცედურების დაწყებამდე გონივრული ვადით ადრე თავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ასევე, შესაძლებელია, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. 

 

წინაპირობები პროგრამების მიხედვით  

ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში - B2 დონეზე. ქულათა წილობრივი გადანაწილება გამოცდებისთვის - სპეციალობა -70, უცხო ენა-30)  გამოცდა სპეციალობაში გულისხმობს: დარგის შესაბამის პროფესიულ ესეს; ბაკალავრიატის GPI შეფასებას; პროფესიით დასაქმებულობის მაჩვენებლის შეფასებას. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც ინგლისურ ენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.

სამართალი

სამართლის სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული, საჭირო დონე - B2). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის ცოდნის დონის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს. ასევე, კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

საჯარო მმართველობა

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ/გერმანულ ენაში - B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 

სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ არანაკლებ ბაკალავრის ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელ პირებს. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება რუსული ან ინგლისური ენის  B2 დონეზე ფლობა (თუ აპლიკანტს აქვს ენის შესაბამისი დონის დამადასტრურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბარებს  საუნივერსიტეტო მისაღებ  გამოცდას უცხო  ენაში).საუნივერსიტეტო მოთხოვნების გარდა, მომავალმა მაგისტრანტებმა აუცილებელია წარმოადგინონ სამოტივაციოს წერილი, რომელშიც ასახული იქნება აპლიკანტის მოლოდინი, ხედვა, თუ რატომ აბარებს ის კონკრეტულად ამ სპეციალობაზე. აპლიკანტს შეუძლია დამატებით წარმოადგინოს ნებისმერი  ინფორმაცია, რომელიც ასახავს მის  სამეცნიერო, თუ პრაქტიკულ გამოცდილებას.

საქართველოს ისტორია

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრს, რომელიც ჩააბარებს საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში B2 დონეზე (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული).საუნივერსიტეტო გამოცდაში სპეციალობის კოეფიციენტი  70, ხოლო  უცხო ენის - 30.უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს (სერთიფიკატის აღიარება მოხდება უნივერსიტეტის უცხო ენის ცენტრის მიერ) ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 

ქართული ფილოლოგია

- ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
- უცხო ენის (ინგლისურ,. გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნა B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც უცხოენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 
გამოცდა სპეციალობაში.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც აქვს მეტი სამეცნიერო თუ საექსპედიციო აქტივობა (სამეცნიერო პუბლიკაცია, საველე სამეცნიერო ექსპედიცია).