2024-2025 სასწავლო წელს ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
საგანმანათლებლო პროგრამა | ადგილების რაოდენობა | აკრედიტებული/ავტორიზებული | სწავლის წლიური საფასური (ლარი) | საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით |
სამართალი | 30 | აკრედიტებული | 2990 | 2250 |
საჯარო მმართველობა | 30 | აკრედიტებული | 2750 | 2255 |
საქართველოს ისტორია | 30 | აკრედიტებული | 2250 | 2250 |
ქართული ფილოლოგია | 20 | აკრედიტებული | 2250 | 2250 |
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საგანმანათლებლო პროგრამა | ადგილების რაოდენობა | აკრედიტებული/ავტორიზებული | სწავლის წლიური საფასური (ლარი) | საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით |
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია | 20 | აკრედიტებული | 2500 | 2250 |
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება | 20 | აკრედიტებული | 3900 | 3120 |
კომპიუტერული მეცნიერება | 25 | აკრედიტებული | 3350 | 2680 |
კიბერუსაფრთხოება | 30 | აკრედიტებული | სრული დაფინანსება | სრული დაფინანსება |
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის საუნივერსიტეტო თანადაფინანსება (უნივერსიტეტის გრანტი) 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, შეუნარჩუნდებათ მაგისტრანტებს, რომელთა წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი თითოეულ სასწავლო კურსში/კვლევით კომპონენტში 81 და მეტი ქულაა.
შეთავაზება SANGU-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს:
- ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც SANGU-ში გავლილი აქვს ინგლისური ენა B2 დონეზე განთავისუფლდება მაგისტრატურის უცხო ენის გამოცდისგან.
- SANGU-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ SANGU-ს მაგისტრატურაში, სურვილის შემთხვევაში, დაუფინანსდებათ საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრში