2025-2026 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გამოცხადებულია მიღება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
საგანმანათლებლო პროგრამა | პროგრამის კოდი | ადგილების რაოდენობა | აკრედიტაცია | სწავლის წლიური საფასური |
---|---|---|---|---|
კომპიუტერული მეცნიერება | 1450101 | 120 | აკრედიტებული | 2750 ₾ |
სამართალი | 1450102 | 100 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
ფსიქოლოგია | 1450103 | 90 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
საერთაშორისო ურთიერთობები | 1450104 | 60 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
ბიზნესის ადმინისტრირება | 1450105 | 50 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
ისტორია | 1450106 | 50 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
ქართული ფილოლოგია | 1450107 | 50 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) | 1450108 | 50 | აკრედიტებული | 2250 ₾ |
აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად მიუთითებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს (კოდი #145) და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს, პირველ სემესტრში ისარგებლებს შემდეგი ტიპის ფინანსური მხარდაჭერით:
- 100%-იანი გრანტის შემთხვევაში — ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით
- 70%-იანი გრანტის შემთხვევაში — უნივერსიტეტი დაფარავს დარჩენილ 30%-ს
- 50%-იანი გრანტის შემთხვევაში — უნივერსიტეტი დაფარავს დამატებით 20%-ს
მხარდაჭერა გაგრძელდება მომდევნო სემესტრებშიც იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.
დამატებით, უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლის საფასურის გადანაწილების შესაძლებლობას.