ონლაინ შეხვედრა ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ
6 სექტემბერს, 19:00 საათზე თინათინ ფანცულაია, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ჩაატარებს ონლაინ შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან.
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გამორჩეული სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც კლინიკური ფსიქოლოგიის ეს ორი დარგი აინტერესებს.
ამიერკავკასიაში პირველად!
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მრავალფეროვან პრაქტიკასთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა დიპლომის დაცვამდე პირადად გაიარონ ინდივიდუალური (20 საათი) და ჯგუფური თერაპია/კონსულტაცია (40 საათი), რაც კურსდამთავრებულს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და პროფესიონალიზმის ხარისხს.
6 სექტემბერს, 19:00 საათზე, თინათინ ფანცულაია, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიში ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ჩაატარებს ონლაინ შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრაზე დასწრება უფასოა და წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://cutt.ly/MCuPoGM
შეხვედრაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:
- რას მოიცავს განახლებული პროგრამა
- რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ ჩააბაროთ ამ პროგრამაზე
- რა უპირატესობები აქვს SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამას
- რა პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს სწავლება
- რით არის სრულიად ახალი ეს პროგრამა ამიერკავკასიაში
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს და თქვენ შეგეძლებათ ამომწურავი პასუხი მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, უშუალოდ პროგრამის ხელმძღვანელისგან.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
