საჯარო ლექცია: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია"
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია".
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება. ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია".
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, ნინო სიმონიშვილის მოდერატორობით დამსწრეთა წინაშე წარდგნენ: ინგა ქარჩავა (საქართველოს საბანკო ასოციაცია), ოთარ დანელია (საქართველოს ბანკი), ზაზა გაბაშვილი (TNET), რობერტ ჩილინგაროვი (ლიბერთი ბანკი), პაატა შეთეკაური (პროკრედიტ ბანკი), დავით პაპუაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი) და პაატა გოგიშვილი (წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი).
მომხსენებლებმა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე და მის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს. ლექციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია არსებულ კიბერსაფრთხეებზე, თავდაცვის მექანიზმებზე, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე.
ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
