გამოვლინდა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები
გამარჯვებულთა შორის არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის, გელა ქისტაურის პროექტი: ,,ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოავლინა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები.
გამარჯვებულთა შორის არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის გელა ქისტაურის პროექტი: ,,ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.
პროექტში ჩართული სამეცნიერო პერსონალი:
- პროექტის ხელმძღვანელი - ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური.
- პროექტის კოორდინატორი - ისტორიის მაგისტრი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების თანამშრომელი მარიამ ხინთიბიძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).
- პროექტის ძირითადი პერსონალი: ისტორიის მაგისტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტი თამარ დიდებაშვილი (SANGU-ს კურსდამთავრებული). ოთარ ჟიჟიაშვილი - SANGU-ს ისტორიის დოქტორანტი. ისტორიის დოქტორი ირაკლი ფერაძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
29 June 2026
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
25 June 2026
Seminar for Doctoral Students on Dissertation Preparation and Defense
On June 24, St. Andrew the First-Called Georgian University hosted a seminar for doctoral students aimed at supporting them in the preparation, structuring, for...
24 June 2026
