ფილმის - „ვარსკვლავიანი დედამიწა“ ჩენება
ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება
31 მარტს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნისა და კინოდოკუმენტალისტის, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ჟურნალისტის ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავიანი დედამიწა“ ჩვენება გაიმართა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება.
სახელოვანი წარსულის გახსენებით და დღევანდელი დიდების ჩვენებით ფილმი პატრიოტიზმის, ეროვნული სიამაყის გრძნობას აღვიძებს თითოეულ ქართველ მაყურებელში და ქართული ფეხბურთის მომავლის იმედით ავსებს. ფილმი ვეტერანი ფეხბურთელებისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების, პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების შესახებ გვიამბობს.
ფილმის ჩვენებას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ნინო ხოფერიამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
