ლიეტუვის ფონდის კონკურსი
ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობის ფონდი აცხადებს კონკურსს.ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობის ფონდი ამ ეტაპზე აცხადებს კონკურსს შემდეგ სასაწავლო პროგრამებზე:
- ლიეტუვის სასტიპენდიო კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ეთნიკურად ლიეტუველ ახალგაზრდებს. (2014-2022 წლებში ამ პროგრამით საქართველოს 138-მა მოქალაქემ ისარგებლა)
- საქართველოს მოქალაქეებს (ასევე ახალგაზრდებს მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) შესაძლებლობა აქვთ, ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია მიიღონ და ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.
- საქართველოს მოქალაქეებს (ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს) ასევე, საშუალება აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლოს ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში, ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ასევე ლექტორებსაა და მკვლევარებს (ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით)
ინფორმაცია 2023 წლის კონკურსების შესახებ:
- კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე:
https://studyin.It/scholarships/lithuanian-short-term-studies/
- კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე:
https://studyin.It/scholarships/short-term-studies/
- კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამაზე:
https://studyin.It/scholarships/lithuanian-short-term-studies/
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
19 June 2026
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
12 June 2026
Scientific Seminar in Digital Humanities
Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...
12 June 2026
