ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ვორქშოფი გამართეს
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა დარგის პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩართულიყვნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თემების განხილვაში
16 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა პროფესორებმა: ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კირბმა, კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებულმა ხელმძღვანელმა სიუზან ბრუდვიგმა, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ი ჰუმ და კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორებმა ტონი ცეცემ და რასიბ ხანმა კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ვორქშოფი გამართეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა დარგის პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩართულიყვნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თემების განხილვაში.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
