საჯარო ლექციების სერია პროფესორ რომან სტრასერთან - როგორ მუშაობს ევროკავშირი?
2024 წლის 7, 8 და 9 ოქტომბერს SANGU უმასპინძლებს პროფესორ რომან სტრასერის ლექციების სერიას
2024 წლის 7, 8 და 9 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექციების სერია პროფესორ რომან სტრასერთან - როგორ მუშაობს ევროკავშირი?
პროფ. რომან სტრასერი წარმოშობით ლუქსემბურგიდანაა და უკვე 36 წელზე მეტია, რაც ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში მუშაობს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა პოლიტიკური მრჩეველი, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელი. ის ასევე გახლავთ ევროპარლამენტის - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.
ლექციების თემატიკა:
როგორ მუშაობს ევროკავშირი?
- 7 ოქტომბერი - ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე; ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება
- 8 ოქტომბერი - ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა
- 9 ოქტომბერი - ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი; ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში; ევროკავშირის გამოწვევები 2024 წლის ბოლოსთვის; საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი
ლექციების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა 2 საათი
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
