გამოყენებითი კვლევების კონკურსი ალტე უნივერსიტეტში
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი კვლევების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელადგამოყენებითი კვლევების კონკურსი ალტე უნივერსიტეტში
2025 წლის 23 ივნისამდე გახსნილია განაცხადების მიღება გამოყენებითი კვლევების კონკურსზე, რომელიც გამოცხადებულია ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით.
კონკურსის მიზანია წაახალისოს ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნის ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენების გზით.
მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ალტე უნივერსიტეტის აფილირებულ, მოწვეულ ან აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
- საქართველოში რეგისტრირებული სხვა უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
- ბიზნესისა და ინოვაციების სექტორის წარმომადგენლებს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი ტიპის გამოყენებითი კვლევა:
- კონცეფციის ან ინოვაციური იდეის შემუშავება;
- საპილოტე კვლევა;
- დანერგვითი კვლევა.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 200,000 ლარი, რომელიც განაწილდება შერჩეულ პროექტებზე სამივე მიმართულებით.
დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: a.kavalashvili@alte.edu.ge
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2025 წლის 23 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
19 June 2026
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
12 June 2026
Scientific Seminar in Digital Humanities
Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...
12 June 2026
