აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ 9 საგანშიაბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ 9 საგანში:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა
- მათემატიკა
- ისტორია
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- გეოგრაფია
- ზოგადი უნარები
ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება ხორციელდება სწავლების მაღალი სტანდარტით, რეგულარული ტესტირებებითა და შედეგების დეტალური ანალიზით. აბიტურიენტებს აქვთ შემოქმედებითი ურთიერთობა პედაგოგებთან, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ სამუშაო გარემოს და წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე.
მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია სწავლა ერთ ან რამდენიმე საგანში. კურსი მოიცავს 30 სასწავლო კვირას. თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში ორი ორ-საათიანი შეხვედრა. სასწავლო ჯგუფში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 აბიტურიენტი.
მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხული აბიტურიენტი, თუ SANGU-ში გააგრძელებს სწავლას, მიიღებს 20%-იან შეღავათს სემესტრულ სწავლის საფასურზე. შეღავათი შენარჩუნდება მომდევნო სემესტრებშიც, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება თითოეულ კურსში 81 ქულას არ ჩამოსცდება.
სწავლის საფასური
- 1 საგანი - 900 ლარი
- 2 საგანი - თითოეული 800 ლარი
- 3 ან მეტი საგანი - თითოეული 700 ლარი
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.
ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 225 00 77
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
