საინფორმაციო შეხვედრა ახალ პროექტზე - „პარალეგალები“
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი პროექტი „პარალეგალები“.საინფორმაციო შეხვედრა ახალ პროექტზე - „პარალეგალები“
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი პროექტი „პარალეგალები“.
შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი გაიგონ პროექტის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ და პირადად დაუსვან კითხვები ორგანიზატორებს.
პროექტი მოიცავს უფასო ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებზე, პრაქტიკულ გამოცდილებას იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, „პარალეგალის“ როლის შეთავსების შესაძლებლობას, საზოგადოების წევრებისთვის სამართლებრივი ცოდნის გავრცელებას, ასევე სერტიფიკატის მიღებას და პროფესიული განვითარების ახალ პერსპექტივებს.
მონაწილეობა ღიაა ყველასთვის - არ არის საჭირო იურიდიული განათლება. საკმარისია მოტივაცია, ინტერესი და სურვილი, დაეხმაროთ სხვებს.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და გახდეთ ცვლილების ნაწილი.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
