ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა
19 ნოემბერს, 14:00 საათზე დოქტორ მიხეილ ლაბაძის გამოცემული მონოგრაფიის „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში“ წარდგენა.ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში
ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორ მიხეილ ლაბაძის ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა: „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“.
მონოგრაფია ეხება თანამედროვე ენათმეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რომელიც ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემას უკავშირდება. ნაშრომში გაანალიზებულია ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ენობრივი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისას და ის საკითხი, თუ რა შემთხვევებში განიხილება კონკრეტული ენობრივი ფორმა როგორც ენა ან როგორც დიალექტი. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გამოცდილებას და ეთნოკულტურულ ფაქტორს, რომელიც დღემდე ფართოდ გამოყენებულ კრიტერიუმად რჩება.
ღონისძიება ორგანიზებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ.
დასწრება თავისუფალია.
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
