სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამა
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადებულია საგრანტო პროგრამა „SNU President Fellowship" (SPF).სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) პრეზიდენტის სტიპენდია 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) მიერ 2026 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრისათვის გამოცხადებულია საგრანტო პროგრამა „SNU President Fellowship“ (SPF).
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო ინიციატივას და განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული დოქტორის ხარისხი და სურთ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება.
დაფინანსება მოიცავს:
სწავლის საფასურის სრულ ანაზღაურებას 6 სემესტრის განმავლობაში;
ყოველთვიურ სტიპენდიას 1 500 000 - 2 000 000 კორეული ვონის ოდენობით (დაახლოებით 1000-1400 აშშ დოლარი) 3-4 წლის განმავლობაში;
ორმხრივი ავიაბილეთის დაფინანსებას (ეკონომ-კლასი);
ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევას;
ბავშვის მოვლაში მხარდაჭერას ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით;
კორეული ენის კურსების საფასურის ანაზღაურებას სემესტრის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პროგრამის მოთხოვნების, ვადებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
https://en.snu.ac.kr/admission
https://oga.snu.ac.kr/
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: +82-2-880-2519
ელექტრონული ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
