NextGen ბიზნეს ფორუმი
2026 წლის 28 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაიმართება "NextGen Business Forum".
თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ქართული
ფორუმის შესახებ
2026 წლის 28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, აშშ) პარტნიორობით, გაიმართება NextGen Business Forum.
ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
მთავარი სპიკერები და სესიები
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სანგუს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი. იხილეთ სპიკერთა სრული სია.
რატომ უნდა დაესწროთ?
- გაიცნობთ წამყვან ექსპერტებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან
- დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, მკვლევრებსა და სტუდენტებთან
- გაეცნობით თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ინიციატივებს
- შეიტყობთ ბიზნესის, ფინანსებისა და გლობალური ვაჭრობის სფეროში ინოვაციური მიდგომების შესახებ
- ჩაერთვებით მნიშვნელოვან დისკუსიაში NextGen Business Forum-ის ფარგლებში
დღის განრიგის ძირითადი სესიები
| დრო | სესია |
|---|---|
| 10:00 - 10:15 | ფორუმის გახსნა |
| 10:15 - 11:15 | ბიზნესგანათლების მომავალი |
| 11:15 - 12:15 | ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი |
| 12:15 - 12:45 | ყავის შესვენება |
| 12:45 - 13:45 | სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა |
| 13:45 - 14:45 | ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა |
| 14:45 - 15:00 | დახურვის სესია |
| 15:00 - 16:00 | Networking |
რეგისტრაცია და კონტაქტი
დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
