ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას.წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 5 სტუდენტი. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას. პროცესში ჩართული იქნება პროფესორი, ადვოკატი შალვა ქურდაძე.
სამიზნე ჯგუფი:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის II-IV კურსის სტუდენტებსა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
შესარჩევი კრიტერიუმები:
მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);
მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
საპროცესო და მატერიალური სამართლის საბაზისო ცოდნა.
განაცხადის მიღების წესი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა.
შერჩევის ეტაპები:
განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
ვადები:
განაცხადების მიღება: 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით;
გასაუბრება: 3-4 ოქტომბერი.
Related news
