მაგისტრატურის საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები/გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში 16 სექტემბერს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება google meet პლატფორმის მეშვეობით
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები/გასაუბრებები ჩატარდება დისტანციურად.
გამოცდა/გამოცდის ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება ჩატარდება ონლაინ პლატპორმა Google Meet-ის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზით ვერ ხერხდება აღნიშნული ონლაინ პლატფორმით სარგებლობა, გამოცდა/გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ალტერნატიული პლატფორმის გამოყენებით.
წერით გამოცდა/გამოცდის წერითი კომპონენტი ჩატარდება moodle.sangu.edu.ge პლატფორმის გამოყენებით.
განხორციელდება ზეპირი გამოცდის/გამოცდის ზეპირი კომპონენტის/გასაუბრების ჩაწერა და შეფასების შედეგების აპელაციის ვადით შენახვა, რის შემდეგაც ჩანაწერები ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას.
სპეციალობის გამოცდა მაგისტრატურაში
16 სექტემბერი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში 16 სექტემბერს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება google meet პლატფორმის მეშვეობით, (გამოცდის ჩასაბარებლად უნივერსიტეტში მოსვლა არ მოგიწევთ). ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე გამოგეგზავნებათ გამოცდაზე დასასწრები ბმული.
გამოცდა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- საქართველოს ისტორია - 10:00 საათი
- სამართალი - 11:00 საათი
- ქართული ფილოლოგია - 12:00 საათი
- საჯარო მმართველობა - 14:00 საათი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
გამოცდა ჩატარდება დისტანციური სწავლების პლატფორმა MOODLE-ის საშუალებით.
გამოცდის ბმული და პაროლი დაგეგზავნებათ ინდივიდუალურად რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 12:00 საათი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 16:00 საათი
უცხო ენის გამოცდა მაგისტრატურაში
17 სექტემბერი
გამოცდა ჩატარდება სასწავლო პლატფორმა Moodle-ის მეშვეობით 11:00 საათზე.
დეტალური ინფორმაცია დაგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ბრძანება #13 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში" 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო სა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდების დისტანციურად ადმინისტრირების შესახებ.
დამხმარე მასალები:
Google Meet-ის სახელმძღვანელო
ვიდეო საცავის გაზიარება (Google Drive) სახელმძღვანელო
Moodle-ის პლატფორმაზე ანგარიშის აღდგენა/აქტივაცია:
Moodle პლატფორმაზე სტუდენტთა შესრულებული ნამუშევრების შეფასების ინსტრუქცია:
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
