Skip to content
მენიუ

“წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

04 February 2021

დაიწყო წიგნების თაროს მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია, სადაც ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
“წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

გადაცემა „წიგნების თარო“ უკვე 5 წელია საქართველოს პირველ არხზე გადაიცემა. ამჟამად მიმდინარეობს მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია და ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა!

“წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  1. ბაკალავრიატის ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შეავსოს აპლიკაცია და  დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, საიტზე: www.registracia.wignebistaro.ge
  2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
     

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

გუნდის თითოეული წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. 2020-2021 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
  2. თავის გუნდელებთან ერთად იყოს ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (აუცილებელი არაა, რომ ერთი ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ);
  3. არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.

რეგისტრაციის ვადები - 11.01.2020 - 05.02.2020

„წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, სეზონის გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე და ხალხის რჩეული მოთამაშე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!

თუკი მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვერ პოულობს გუნდელს, შეუძლია, დარეგისტრირდეს საიტზე TEAMDER.WIGNEBISTARO.GE

აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებულ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაცემის წარმომადგენლები ერთმანეთს დავაკავშირებით და პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

“წიგნების თაროს” შესახებ
 
“წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
 
თამაში 3 ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე გუნდები 10 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
 
მეორე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
 
მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი სტუდენტი მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 598491956/555387592 - ანი.
 

Share

Related news

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Academic Staff

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Academic Staff

Academic staff in Georgian Philology can apply for a fully funded Erasmus+ short-term teaching mobility at the University of Naples.
Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Students

Erasmus+ Mobility Competition for Georgian Philology Students

Georgian Philology students can apply for Erasmus+ mobility at the University of Naples for the Spring Semester of 2027-2028.
Your Professional Brand: How to Get Noticed and Chosen

Your Professional Brand: How to Get Noticed and Chosen

On November 5, students will explore practical ways to build a professional brand and strengthen their career positioning.

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა