ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან
საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის.საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია, დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს!
1. კონკურსის პირობები:
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს სტატუსი ჰქონდეს აქტიური
- საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს
2. ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
- სათაური
- შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
- თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
- დასკვნა/მსჯელობის შეჯამება
3. კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 20 ნოემბრის ჩათვლით
- ნაშრომების მიღება - 30 ნოემბრის ჩათვლით
- 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული
4. განაცხადის ფორმა:
- სახელი და გვარი, პირადი ნომერი
- ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
- უნივერსიტეტის დასახელება
- ესეს სათაური
5. ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა A4
- შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა - 12
- გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2
განაცხადისა და ესეს გამოგზავნა ელ.ფოსტაზე essayawards2021@gmail.com
Related news
GCUB-MOB International Scholarship Programme
The International Cooperation Group of Brazilian Universities (GCUB) has announced the call for applications for the fifth edition of the GCUB-MOB International...
19 June 2026
Academic Discussion on “Artificial Intelligence in Education”
On June 19, 2026, at 12:00, an academic discussion on “Artificial Intelligence in Education” will be held at SANGU on the initiative of the Language Centre.
12 June 2026
Scientific Seminar in Digital Humanities
Students of the Master’s Programme in Georgian Philology will hold a scientific seminar in Digital Humanities on June 16, 2026, at 12:00, in the St. Ilia the Ri...
12 June 2026
